სტუმრად ჩვენს ეთერში: ანდრო ბარნოვი

ანდრო ბარნოვი

14 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ანდრო ბარნოვი, პოლიტოლოგი, სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი. მან ისაუბრა აშშ სახელმწიფო მდივნის ვიზიტზე რუსეთში და აქცენტებზე, რომლებიც ამ ვიზიტის დროს გამოსვლებისას გაკეთდა. ბარნოვმა ისაუბრა აგრეთვე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებაზე.