ევროკავშირი და აშშ ბოსნიასთან მის კონსტიტუციაზე მოლაპარაკებას აგრძელებენ

ევროკავშირის და აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენლები მოლაპარაკებას აწარმოებენ ბოსნიის ლიდერებთან კონსტიტუციურ რეფორმაზე, რომლის მიზანიცაა ბოსნიის დაახლოება ევროკავშირში გაწევრიანებასთან. შეხვედრა, რომელშიც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე შვეციის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კარლ ბილდტი და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯიმ სტეინბერგი მონაწილეობენ ბოსნიელ ხორვატ, მუსლიმ და სერბ ლიდერებთან ერთად, სარაევოში, ევროკავშირის ძალების სამხედრო ბაზაზე მიმდინარეობს.