სტუმრად ჩვენს ეთერში: ბექა მინდიაშვილი

ბექა მინდიაშვილი

28 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ბექა მინდიაშვილი, სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი. ინტერვიუ ეხებოდა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის 2009 წლის ანგარიშზე მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების შესახებ საქართველოს ნაწილს. მინდიაშვილმა ისაუბრა რელიგიური თანასწორობის მნიშვნელობაზე, სახელმწიფოს ადეკვატურობის მიმართებაზე რელიგიური ნიშნით ჩადენილი ძალადობის სტატისტიკასთან. მინდიაშვილის აზრით, იდეალური პოზიცია სახელმწიფოს მხრიდან რელიგიასთან მიმართებით ნეიტრალურობაა.