თბილისში რეკრეაციული ზონების პრობლემა

არის ბოჭოიძე (მარცხნივ) და რეზო გეთიაშვილი

თბილისში რეკრეაციული ზონების შენარჩუნება-განვითარების პრობლემა ახალი არ არის. ბოლო დროს მერიის მიერ ახალი მასშტაბური პროექტების გამოცხადებამ, გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისა და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან არაერთი შეკითხვა და პრეტენზია გააჩინა. თბილისის განაშენიანების რეგულირების გეგმა მიღებულია 2009 წელს და განსაზღვრავს ქალაქის განვითარების ძირითად მიმართულებებს. არასამთავრობო სექტორი მოითხოვს საზოგადოების ეფექტიან ჩართვას ქალაქის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში. ნინო გელაშვილმა ამ საკითხებზე სასაუბროდ თბილისის სტუდიაში მიიწვია არის ბოჭოიძე, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი და რეზო გეთიაშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელი