სტუმრად ჩვენს ეთერში: თენგიზ ფხალაძე

თენგიზ ფხალაძე

3 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თენგიზ ფხალაძე, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი. მან ისაუბრა გასულ კვირაში რიგაში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის სახელწოდება იყო ”ეკონომიკის გაჯანსაღება უსაფრთხოების ცვალებად გარემოში: ტრანსატლანტიკური დღის წესრიგი 2010”. კონფერენციის ერთ-ერთი დისკუსია იყო - ”ევროპის ცვალებადი საზღვრები: უსაფრთხოების ახალი პარადიგმა შავი ზღვის რეგიონში”. თენგიზ ფხალაძემ (ის კონფერენციაში მონაწილეობდა) დისკუსიის დეტალებზე ისაუბრა.