მარინა ჩიტაშვილი: ”განათლების რეფორმა არ ჩატარებულა - ბავშვი გადავაყოლეთ ნაბან წყალს”

მარინე ჩიტაშვილი

თვეზე მეტია, რადიო თავისუფლების ვებგვერდზე განთავსებული ბლოგების კომენტატორები კენჭისყრით ირჩევენ სტუმარს, რომელიც მათ შეკითხვებს რადიო თავისუფლების პირდაპირ ეთერში უპასუხებს. სტუმრისთვის დასასმელი კითხვები რეტინგის სისტემით შეირჩევა. დღეს გადაცემის სტუმარია ფსიქოლოგი მარინა ჩიტაშვილი. სამშაბათ საღამოს კი ქალბატონი მარინა რადიო თავისუფლების ბლოგს ეწვევა და ინტერნეტის მეშვეობით გაესაუბრება მსურველებს.