”ანგარიში მწვავე იქნება და მწვავე კითხვებისთვისაც მზად ვარ”

გიორგი ტუღუში, საქართველოს სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის 2009 წლის პირველი ნახევრის ანგარიში გასაცნობად უკვე გადაეგზავნა პარლამენტის თავმჯდომარესა და ადამიანის უფლებათა კომიტეტს. სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს დეკემბრის პირველ ნახევარში საპარლამენტო სესიაზე მოუსმენენ. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ანგარიში საკმაოდ მწვავე იქნება. ამ და სხვა თემების შესახებ რადიო თავისუფლება გიორგი ტუღუშს ესაუბრა.