სტუმრად ჩვენს ეთერში: ინეზა ცომაია

ინეზა ცომაია

25 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ინეზა ცომაია, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ქალთა ქსელის კოორდინატორი. მან ისაუბრა სამუშაო ადგილებზე ქალების პოზიციების გაძლიერების საჭიროებაზე. ცომაია თვლის, რომ ქალები არასათანადოდ არიან წარმოდგენილი მაღალ თანამდებობებზე, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში. რესპონდენტმა ისაუბრა სამუშაო ადგილებზე პროფკავშირული ორგანიზაციების შექმნის ეფექტიანობაზე და დასაქმებულთა აქტიურობის როლზე მათივე უფლებების დაცვაში.