ედუარდ ღურწკაიას 28 ნოემბერს გადაასვენებენ თბილისში

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ მოსკოვში მოკლულ აფხაზეთიდან დევნილ ედუარდ ღურწკაიას თბილისში 28 ნოემბერს გადაასვენებენ. შეგახსენებთ, რომ მილიციელის მიერ ნაცემი, 19 წლის ედუარდ ღურწკაია ორშაბათს გარდაიცვალა. ღურწკაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი სერჟანტის, ანვარ იბრაჰიმოვის დაპატიმრების სანქცია მოსკოვის ერთ-ერთმა რაიონულმა სასამართლომ ოთხშაბათს გასცა.