რუსუდან კერვალიშვილი: ”ძალადობასთან ბრძოლას არც 16 და არც 356 დღე არ ეყოფა”

რუსუდან კერვალიშვილი

25 ნოემბერს თბილისში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანია გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც 50-ზე მეტი თემატური ღონისძიება ჩატარდება. კამპანიის ერთ-ერთი ორგანიზატორია პარლამენტის თავჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭო. სწორედ მის ხელმძღვანელს, რუსუდან კერვალიშვილს ესაუბრა რადიო თავისუფლება.