სტუმრად ჩვენს ეთერში: ირინა ინასარიძე

ირინა ინასარიძე

3 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ირინა ინასარიძე, ასოციაცია ”ანიკას” ხელმძღვანელი. მან ისაუბრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემებზე: სოციალურ გარემოზე, საკანონმდებლო მხარეზე, შესაბამისი ტრანსპორტით უზრუნველყოფისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ოჯახების სოციალური დაცვის საჭიროებაზე. ირინა ინასარიძე დეტალურად შეეხო ინკლუზიური განათლების საკითხს, მის დადებით მხარეებსა და სირთულეებს. ისაუბრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის უმაღლესი განათლების მიღებისთვის შესაბამისი პირობების არარსებობის შესახებ.