ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოსთან ურთიერთობასაც განიხილავენ

დღეს ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იწყებენ ორდღიან შეხვედრას, რათა განიხილონ ავღანეთში არსებული ვითარება და იმსჯელონ ნატოს ურთიერთობებზე რუსეთთან, უკრაინასთან და საქართველოსთან. შეხვედრა ნატო-უკრაინის კომისიის შეხვედრით დაიწყება, რასაც უნდა მოჰყვეს ნატო-საქართველსო კომისიის სესია. ნატოს წარმომადგენლების განცხადებით ამ შეხვედრებზე აქცენტს გააკეთებენ პროგრესზე, რომელსაც უკრაინამ და საქართველომ მიაღწიეს ნატოს წევრობისკენ მიმართულ ძალისხმევაში და ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.