სტუმრად ჩვენს ეთერში: ლინა ღვინიანიძე

ლინა ღვინიანიძე

9 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლინა ღვინიანიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი. მან ისაუბრა ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგის შედეგებზე. პროექტი კოალიციის “გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის” ფარგლებში, ღია საზოგადოების ინსტიტუტისა და ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” მხარდაჭერით განხორციელდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევაში ჩამოთვლილია სამართლებრივი დარღვევები, რომელიც გზის აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციის პროცესში მოხდა: სახელმწიფო შესყიდვების არასათანადო დაგეგმვა; ტენდერების წარმართვა კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევითა და გვერდის ავლით; დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება არასაკმარისი ფინანსური რესურსის პირობებში; საბიუჯეტო ფინანსების არაეფექტური ხარჯვა; მშენებლობის შესაბამის ორგანოებთან შეუთანხმებლად განხორციელება.