ვინ ადგენს - პირი პოლიტიკური პატიმარია თუ არა?

უჩა ნანუაშვილი (მარცხნივ) და მანანა კობახიძე

ორიოდე დღის წინ დიპლომატებთან შეხვედრის დროს ოპოზიციამ უცხოელებს კონკრეტულ სასამართლო პროცესებზე დასწრება სთხოვა. ამ შეთავაზებას წინ უსწრებდა ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურება პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით. გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებაში პატიმრების ნაწილმა სამდღიანი შიმშილობა გამოაცხადა. სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” თანახმად, პატიმრების შიმშილობის შესახებ ინფორმაციას უარყოფს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი. პოლიტპატიმრების საკითხის განმარტებისთვის რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიას ეწვივნენ უჩა ნანუაშვილი, ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი და მანანა კობახიძე, ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ადვოკატი.