სტუმრად ჩვენს ეთერში: ბესიკ სილაგაძე

ბესიკ სილაგაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი

11 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ბესიკ სილაგაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი. მან ისაუბრა აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების წინ არსებულ ვითარებაზე. აგრეთვე, იმ საერთაშორისო ფორმატებზე (ჟენევის კონსულტაციები, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი), რომელთა საშუალებითაც დღეს თბილისი სოხუმის წარმომადგენლებთან ურთიერთობს.