რუსეთის ”თაფლაკვერის” პოლიტიკის ბაზარი საქართველოში

თორნიკე შარაშენიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი (მარცხნივ) და ანდრო ბარნოვი, სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი

ერთი მხრივ - რუსეთის ტანკები საქართველოში, მეორე მხრივ - რუსეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოში იმიჯის გაუმჯობესების სურვილი. ნაბიჯების არასრული ჩამონათვალი ასეთია: პუტინის ინიციატივა ”დიდების მემორიალის” მოსკოვში აღდგენაზე; ტირძნისელი მოზარდების გათავისუფლებისას რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლის გამოჩენა ცხინვალში; პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის გამოსვლა მედია-ფორუმზე, როცა მან მკაფიოდ გააცალკევა რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს ხალხის მიმართ. ამ ყველაფრის ფონი კი არის რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე. რადიო თავისუფლების სტუდიაში თორნიკე შარაშენიძე და ანდრო ბარნოვი მოვიწვიეთ და ვთხოვეთ ესაუბრათ იმის შესახებ, თუ რამდენად არსებობს რუსეთის ”თაფლაკვერის” პოლიტიკის საქართველოში ”გაყიდვის” შესაძლებლობა.