სტუმრად ჩვენს ეთერში: ლევან გახელაძე

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ რუსულენოვან პროექტზე, ”პირველ კავკასიურ არხზე” ილაპარაკა. გახელაძის თქმით ამ არხმა უნდა შეასრულოს დაახლოებით მსგავსი ფუნქცია, როგორსაც ”რადიო თავისუფლება” ასრულებდა ცივი ომის დროს. სტუმარი ტელევიზიის გეგმებს, გამოწვევეს და ამოცანებს შეეხო.