რადიოჟურნალი - 813-ე გამოშვება

ანიტა რაჭველიშვილი (კარმენი) და იონას კაუფმანი (ხოზე) "ლა სკალას" სცენაზე

რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ გამოშვებაში თავდაპირველად ვისაუბრებთ “ვეფხისტყაოსნის” ახალი, ხუთტომიანი გამოცემის პრეზენტაციაზე; გაგაცნობთ ფოტოგრაფ ირაკლი გედენიძეს და მის ფოტოგამოფენას სახელწოდებით “20 წლის შემდეგ”; გიამბობთ ქართველი მეცოსოპრანოს ანიტა რაჭველიშვილის ტრიუმფულ დებიუტზე "კარმენში" და მის სამომავლო გეგმებზე; გადაცემას კი დაასრულებს სიუჟეტი ბობ დილანის ბოლო ალბომზე სახელწოდებით “შობა გულში”.