ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქებას 1 ადამიანის ემსხვერპლა

თბილისში, კომპანია ”ძმები ასკანელების” ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე სპირტის 20-ტონიანი რეზერვუარის აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. აფეთქებას მოჰყვა ხანძარი, რომლის გამოც, 200 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია.