ავღანეთში წელს სამოქალაქო მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა

გაეროს მონაცემებით, ავღანეთში სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი 2009 წლის პირველ ათ თვეში ათ პროცენტზე მეტად გაიზარდა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით და 2000-ს გადააჭარბა. სააგენტო ფრასნ პრესის ცნობით, გაეროს ინფორმაციის თანახმად, დაღუპულთაგან 1400 მეამბოხეების მიერ არის მოკლული.