სტუმრად ჩვენს ეთერში: ვასილ ჭყოიძე

ვასილ ჭყოიძე

4 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ვასილ ჭყოიძე, ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის დირექტორი. 1 იანვრიდან ევროკავშირსა და ეუთოს ახალი მორიგე თავმჯდომარე ქვეყნები ჰყავთ. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა 2010 წლის პირველ ნახევარში ესპანეთი იქნება, ეუთოსი კი - ყაზახეთი. ამასთან, 2009 წლის დასასრულს ევროკავშირის სტრუქტურაში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც 1 დეკემბრიდან ”ლისაბონის ხელშეკრულების” ამოქმედებას მოჰყვა. ვასილ ჭყოიძემ განმარტა როგორც ევროკავშირში მიმდინარე ცვლილებები, ისე ისიც, თუ რა მოლოდინი შეიძლება არსებობდეს ყაზახეთის - როგორც ეუთოს თავმჯდომარის მიმართ.