იაგო კაჭკაჭიშვილი:"ქართველი ამომრჩეველი პოლიტიკური განათლების თვალსაზრისით შორს არ წასულა. პოლიტიკურ ლიდერებსაც იგივე პრობლემა აქვთ. რაც - ერი, ის - ბერი."

იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი

დღეს რადიო თავისუფლების რუბრიკის – "ინტერაქტიული დიალოგის" სტუმარია სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი. რადიო თავისუფლების ბლოგების კომენტატორებმა სწორედ იგი აირჩიეს მიმდინარე კვირის სტუმრად და ბატონი იაგოსთვის დასასმელი შეკითხვებიც რეიტინგის სისტემით შეარჩიეს. ხვალ საღამოს იაგო კაჭკაჭიშვილი რადიო თავისუფლების ვებგვერდზე კომენტატორების შეკითხვებს პასუხს "ცოცხალ" რეჟიმში გასცემს. დღევანდელ შეკითხვებს კი სტუმარს ია ანთაძე გააცნობს.