კუვეიტი დისკვალიფიცირებულია ოლიმპიური მოძრაობიდან

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით კუვეიტი დისკვალიფიცირებულია ოლიმპიური მოძრაობიდან. დისკვალიფიკაციის მიზეზად დასახელდა კუვეიტში მოქმედი კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წესდებას და არ კრძალავს სპორტული ორგანიზაციების საქმიანობაში ხელისუფლების ჩარევას. გადაწყვეტილების მიხედვით, პირველი იანვრიდან კუვეიტელ სპორტსმენებსა და სპორტის მუშაკებს ეკრძალებათ ოლიმპიადებსა და ოლიმპიური კომიტეტის სესიებში მონაწილეობა. გარდა ამისა, კუვეიტი კარგავს ოლიმპიური კომიტეტის დაფინანსებასაც.