დღეს "აირზენას" თვითმფრინავით მოსკოვში 85 ადამიანი გაემგზავრა

წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით დღეს პირდაპირი ჩარტერული ავიარეისი შესრულდა. კომპანია "აირზენას" თვითმფრინავით რუსეთის დედაქალაქში 85 ადამიანი გაემგზავრა. თბილისი-მოსკოვის მიმართულებით და პირიქით, ”აირზენა” ჩარტერულ ავიარეისებს ამ შაბათ-კვირასაც შეასრულებს.