დილის სტუმარი: თამარ რუხაძე

თამარ რუხაძე, ტელეკომპანია ”მაესტროს” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ტელეკომპანია ”მაესტროს” საინფორმაციო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი თამარ რუხაძე. მან თქვა, რომ ”მაესტროში” რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო და რამდენიმე თვეში ის 24-საათიან საინფორმაციო არხად ჩამოყალიბდება. თამარ რუხაძემ ახსნა, რომ ტელევიზია ისწრაფვის გახდეს ობიექტური, დაბალანსებული სამაუწყებლო საშუალება და არა ”ოპოზიციური არხი” და ილაპარაკა პრობლემებზე, რომლებიც ”მაესტროს” აქვს ფორმატის ცვლილების პროცესში.