თურქმენეთის პრეზიდენტმა გაათავისუფლა ქვეყნის ნავთობისა და გაზის მრეწველობის ხელმძღვანელი

თურქმენეთის სახელმწიფო მედიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა გაათავისუფლა ქვეყნის ნავთობისა და გაზის მრეწველობის ხელმძღვანელი - ორაზნურ ნურმურადოვი. გაზეთ „ნეიტრალური თუქმენეთის“ ცნობით, ნურმურადოვი „არადამაკმაყოფილებელი მუშაობისთვის“ გაათავისუფლეს. ნურმურადოვს, რომელიც მხოლოდ სამი თვის მანძილზე იმყოფებოდა ამ თანამდებობაზე, შეცვლის მისი ყოფილი მოადგილე ბაირამგერდი ნედიროვი.