სტუმრად ჩვენს ეთერში: ლია ნოღაშვილი

ლია ნოღაშვილი

20 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლია ნოღაშვილი, ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” რეგიონული კოორდინატორი, რომელიც 17 იანვარს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე მეთვალყურედ იმყოფებოდა. ამ არასამთავრობო ორგანიზაციიდან ”არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების ევროპული ქსელის” (ENEMO) ეგიდით 6 გრძელვადიანი და 26 მოკლევადიანი მეთვალყურე იყო გაგზავნილი უკრაინაში. ლია ნოღაშვილმა ისაუბრა როგორც უკრაინაში გამგზავრებამდე მოსამზადებელ პროცესზე, ისე თავის შთაბეჭდილებებზე, რომელიც დნეპროპეტროვსკში არჩევნებზე დაკვირვებისას მიიღო.