გია ჯანდიერი: ხუთ სფეროში ვითარება გაუმჯობესდა, სამში - გაუარესდა

გია ჯანდიერი, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი

ამ დღეებში ავტორიტეტიანმა ორგანიზაციამ ”ჰერიტიჯ ფაუნდეიშენმა” ”ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი” გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საქართველო 183 ქვეყანას შორის 26-ე პოზიციაზე იმყოფება. "ჰერიტიჯის" ინდექსის მიხედვით, საქართველომ 2010 წელს პირველად მიაღწია "ძირითადად თავისუფალი ქვეყნის" სტატუსს. ამ თემაზე ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი საუბრობს.