კანადაში ჰაიტის საჭიროებებზე კონფერენცია გაიმართება

კანადაში დღეს იმართება საერთაშორისო შეხვედრა, რომელზეც ჰაიტის საჭიროებებზე იმსჯელებენ. შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას ამ შეხვედრაში. სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებმა ჰაიტისთვის მილიარდი დოლარის მობილიზებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების მიერ დაპირებულ 575 მილიონ დოლარსაც მოიცავს.