არჩევნები ახლოვდება - ამომრჩეველთა სიები შესამოწმებელია

ეკა სირაძე-დელონე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი და ზურაბ ხარატიშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

ყოველი არჩევნების მოახლოებისას ამომრჩეველთა სიების სიზუსტის საკითხი ხდება პოლიტიკური დისკუსიის საგანი. 5 თებერვლიდან 15 მარტამდე 12 პოლიტიკურ სუბიექტს საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს სიების შემოწმების პროცესში. ამისათვის მილიონ ორასი ათასი ლარია გამოყოფილი. როგორ უნდა დაზუსტდეს სიები? როგორ შეიძლება სიების მონიტორინგის შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობის უზრუნველყოფა? ამ საკითხებზე სასაუბროდ ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში მიიწვია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ეკა სირაძე-დელონე: