სტუმრად ჩვენს ეთერში: კობა ჩოფლიანი

კობა ჩოფლიანი, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს კოორდინატორი

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს კოორდინატორი კობა ჩოფლიანი. საბჭოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ფორმდება მემორანდუმი, რომელიც უწყებებს შორის ურთიერთობას უფრო სისტემურს გახდის. კობა ჩოფლიანი ამ მემორანდუმზე ლაპარაკობდა - ხსნიდა თუ რატომ გახდა საჭირო მისი გაფორმება. სტუმარმა ასევე ზოგადად მიმოიხილა პრობლემები, რომელიც ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებით ჩნდება.