სტუმრად ჩვენს ეთერში: მამუკა კაციტაძე

მამუკა კაციტაძე, ”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელი, ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი

5 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მამუკა კაციტაძე, ”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელი, ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი. მან ისაუბრა საარჩევნო სიების მონიტორინგის შესახებ, რომელიც დღეს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ცესკომ სიების სათანადო მდგომარეობამდე მიყვანისთვის გარკვეული ვადა ითხოვა და კაციტაძის ვარაუდით, სიების მონიტორინგის დაწყებას პოლიტიკური ძალები 18 თებერვლისთვის დაიწყებენ. კაციტაძის თქმით, დრო საკმარისია, თუმცა, მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიების მიერ გაწეული შრომის შედეგი ადეკვატურად აისახოს ცესკოს მიერ საბოლოოდ წარმოდგენილ სიებში. კაციტაძის თქმით, სწორედ ამას ემსახურება ”ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ 4 თებერვალს წარმოდგენილი წინადადებები, სადაც განსაზღვრულია ყველა ტიპის დარღვევა, რომელიც კარდაკარ გადამოწმების შედეგად შეიძლება იყოს გამოვლენილი და სასურველია, ცესკომ თავიდანვე მიიღოს კარდაკარ კონრეტული ტიპის ხარვეზების საბოლოო სიებში გასწორების შესახებ. რაც, კაციტაძის თქმით, იქნება ერთგვარი გარანტია იმისა, რომ პარტიების მიერ გაწეული სამუშაო ფუჭად არ ჩაივლის.