ევროკავშირის საგანგებო სამიტზე საბერძნეთში არსებულ კრიზისზე იმსჯელებენ

ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში საბერძნეთის ფინანსურ კრიზისზე სამსჯელოდ იკრიბებიან. ისინი განიხილავენ საბერძნეთისთვის დახმარების შესახებ წინადადებებს. შიშობენ, რომ საბერძნეთში შექმნილი პრობლემები ევროს კურსსა და, სავარაუდოდ, ზეგავლენას მოახდენს ასევე პრობლემურ პორტუგალიასა და ესპანეთზე. ოთხშაბათს საბერძნეთში ფინანსური კრიზისის გამო გატარებული ღონისძიებების მიმართ პროტესტის ნიშნად, დაიხურა სკოლები, შეჩერდა ავია-რეისები და საავადმყოფოები მხოლოდ გადაუდებელ დახმარებას სთავაზობდნენ პაციენტებს.