დევნა „არაპოლიტკორექტული სიმართლის“ გამო

დეკემბრის შუა რიცხვებში ცნობილ უზბეკ ფოტოგრაფს, უმიდა აჰმედოვას ცილისწამებისა და ქვეყნის იმიჯის შეურაცხყოფის ბრალდება წაუყენეს. ამ ბრალდებების მიზეზი გახდა ფოტოსურათები და ვიდეომასალა, რაც აჰმედოვამ გადაიღო უზბეკეთის სხვადასხვა რაიონში. პროექტს ტაშკენტში შვეიცარიის საელჩომ გაუწია სპონსორობა. მისი ყურადღების ცენტრშია უზბეკეთში სიღატაკე და გენდერული უთანასწორობა - თემები, რომლებიც უზბეკეთის ხელისუფლებისთვის, როგორც ჩანს, ტაბუს წარმოადგენს. 10 თებერვალს სასამართლომ აჰმედოვა დამნაშავედ სცნო - თუმცა მაშინვე ამნისტია შეუფარდა. მას ორი წლით შრომა-გასწორების კოლონიაში სასჯელის მოხდა ან ექვსი წლით პატიმრობა ემუქრებოდა.

უზბეკი ფოტოგრაფი უმიდა აჰმედოვა