სტუმრად ჩვენს ეთერში: ანდრო ბარნოვი

15 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ანდრო ბარნოვი, სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი. ის მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციაში ”საქართველოს ევროპული გზა”, რომელიც გასულ კვირაში ჩატარდა. კონფერენციის ერთ-ერთი თემა იყო ”ომის შემდგომი გამოწვევები - ევროკავშირის როლი”. ანდრო ბარნოვმა ამ თემაზე ისაუბრა დილის გადაცემაში. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ყოფნა საქართველოში, რადგან რომ არა ისინი, არავინ იცის რა რეალობა იქნებოდა დღეს ქვეყანაში. თუმცა, ბარნოვი თვლის, რომ ევროკავშირის პოლიტიკური პოზიცია როგორც აგვისტოს შეთანხმების შეუსრულებლობის, ისე საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის მიმართ გაცილებით ძლიერად უნდა იყოს გამოხატული. ”მისტრალის” ამბავი კი, ბარნოვის თქმით, არც კომერციული და არც სამხედრო საკითხია, ის წმინდად პოლიტიკური საკითხია და სერიოზული ვარაუდების საფუძველს იძლევა.