დანიელ ორტეგამ სერგეი ლავროვს აფხაზ და ოს ხალხთან დააბარა მოკითხვა

ნიკარაგუის პრეზიდენტმა მანაგუაში ვიზიტით მყოფ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აფხაზ და ოს ხალხთან მოკითხვა დააბარა და განაცხადა, რომ მათ შეუძლიათ ნიკარაგუის შემდგომი სოლიდარობის იმედი ჰქონდეთ. სააგენტო რია-ნოვოსტის ცნობით, სერგეი ლავროვი დანიელ ორტეგას დაჰპირდა, რომ მის სიტყვებს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს გადასცემს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამ ორი ახალგაზრდა რესპუბლიკისა და ნიკარაგუის ურთიერთობის განვითარება საფუძველს ჩაუყრის ახალი საერთაშორისო სისტემის ფორმირებას.