სტუმრად ჩვენს ეთერში: ვასილ ჭყოიძე

ვასილ ჭყოიძე, ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის დირექტორი

17 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ვასილ ჭყოიძე, ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. საუბარი ეხებოდა ეუთოს მორიგე თავმჯოდმარის - ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კანატ საუდაბაიევის ვიზიტს საქართველოში. საუდაბაიევი ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში ერთ-ერთ პრიორიტეტად სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მოგვარებაში წვლილის შეტანას ასახელებს. ჭყოიძის ვარაუდით, რომელიც ყაზახეთის ლიდერისა და თავად საუდაბაიევის დღემდე გამოთქმულ მოსაზრებებს ეყრდნობა, ყაზახეთის თავმჯდომარეობა იქნება სტატუს კვოს შენარჩუნება სამხრეთის კავკასიის კონფლიქტების მოგვარების პროცესში.