ნატო გმობს რუსეთისა და აფხაზეთის სამხედრო შეთანხმებას

ნატო აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის შესახებ მოსკოვისა და სოხუმის შეთანხმებას გმობს და ლეგიტიმურად არ აღიარებს. "ნატოს რუსეთსა და საქართველოს ტერიტორიებს შორის შეთანხმებები უკანონოდ მიაჩნია.” - განაცხადა ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარმენ რომერომ. ამ საკითხთან დაკავშირებით ალიანსის პოზიცია ყოველთვის უცვლელი იყო, აღნიშნა რომერომ. მისივე თქმით, ალიანსის წევრი ქვეყნები კვლავ მოითხოვენ რუსეთის ჯარების გაყვანას საქართველოს საზღვრებიდან და იმ პოზიციებზე დაბრუნებას, სადაც 2008 წლის კონფლიქტამდე იმყოფებოდნენ.

17 თებერვალს, მოსკოვში, რუსეთის ფედერაციასა და თვითაღიარებულ აფხაზეთს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა და თვითგამოცხადებული აფხაზეთის თავდაცვის მინისტრმა მერაბ ქიშმარიამ. შეთანხმება დაიდო 49 წლით და, როგორც დოკუმენტშია, მისი მოქმედება შესაძლოა მხარეთა შეთანხმებით გაგრძელდეს. რუსეთის ძირითადი სამხედრო ბაზა და შტაბი განლაგდება გუდაუთაში, ყოფილი საბჭოთა არმიის საპარაშუტო-სადესანტო პოლკის ტერიტორიაზე.