პაკისტანში საჰაერო იერიშისას 30 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა პაკისტანში, ავღანეთის საზღვართან საჰაერო იერიშის დროს. პაკისტანელი სამხედროების განცხადებით, საავიაციო დარტყმა განხორციელდა სამხრეთ ვაზირისტანის მთიან რაიონში, სადაც მეამბოხეთა დიდი ძალები აფარებენ თავს.