ამნისტია რეგიონულ ტელევიზიებს

ნათია კუპრაშვილი, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი (მარჯვნივ) და ია მამალაძე, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე

26 თებერვალს საქართველოს პარლამენტის წინაშე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა წამოაყენა ინიციატივა რეგიონული ტელევიზიების საგადასახადო ამნისტიის შესახებ. ინიციატივის დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. თუმცა, საინტერესოა, ზოგადად რა განწყობაა ინიციატივის მიმართ რეგიონებში, რა ვალები აქვთ რეგიონულ ტელევიზიებს და რამდენად მისაღებია მათთვის ვალებისგან პრეზიდენტის ინიციატივით გათავისუფლება. რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდასთან ამ საკითხებზე საუბრობენ რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი და საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ია მამალაძე.