ტაჯიკეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებით, ხმების 70,6 პროცენტი ერგო სახალხო დემოკრატიულ პარტიას. საქმე ეხება პრეზიდენტ ემომალი რახმონის პარტიას. მას 54 მანდატი ერგო სულ 63-ადგილიან პარლამენტში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მირზოალი ბოლტუიევის განცხადებით, ხმების 8,2 პროცენტი და, შესაბამისად, ორი მანდატი მოიპოვა ოპოზიციურმა ისლამური აღორძინების პარტიამ. დასავლელი მეთვალყურეების შეფასებით, არჩევნები არ აკმაყოფილებდა ძირითად დემოკრატიულ სტანდარტებს.