სტუმრად ჩვენს ეთერში: თენგიზ ფხალაძე

თენგიზ ფხალაძე, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი

15 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თენგიზ ფხალაძე, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი. მან მსმენელს მოუთხრო 12 მარტს ვარშავაში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც ნატოს ახალი სტრატეგიის კონცეფციაზე მსჯელობას მიეძღვნა და რომელშიც ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მონაწილეობდა. კონფერენციის სახელწოდება იყო - ”ნატოს ახალი სტრატეგიის კონცეფცია - გლობალური, ტრანსატლანტიკური და რეგიონული გამოწვევები და ამოცანები და ცენტრალური ევროპის როლი”. თენგიზ ფხალაძემ ისაუბრა იმ ეფექტზეც, რაც 13 მარტს ”იმედის” ეთერში გასულმა სიუჟეტმა მოახდინა საქართველოს გარეთ.