სტუმრად ჩვენს ეთერში: ჯემალ დოლიძე

ჯემალ დოლიძე

23 მარტი მეტეოროლოგიის მსოფლიო დღეა. ამ საბაბით რადიო თავისუფლებამ დილის გადაცემაში მოიწვია ჯემალ დოლიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მან ისაუბრა სამსახურის მუშაობის სპეციფიკაზე, იმის შესახებ, თუ როგორ დგინდება ამინდის პროგნოზი, რა ურთიერთობა არსებობს მსოფლიოს მეტეოროლოგიურ ორგანიზაციებს შორის, როგორ აჯერებენ ისინი ერთმანეთის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ჯემალ დოლიძემ ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს მედია-საშუალებები ყოველთვის სანდო წყაროს არ იყენებენ ამინდის პროგნოზის მომზადებისას, მათ შორის - არც ყველა ნაციონალური მაუწყებელი.