პრაიმერში მონაწილე კანდიდატების რეგისტრაცია 28 მარტს დასრულდება

პრაიმერის ინიციატორმა პარტიებმა წინასწარ არჩევნებში მონაწილეობის მსურველ დამოუკიდებელ პირებს და საინიციატივო ჯგუფებს კვლავ კანდიდატების რეგისტრაციისკენ მოუწოდეს. კონსერვატორმა კახა კუკავამ დღეს ყველა დაინტერესებულ მხარეს შეახსენა, რომ პრაიმერში მონაწილე კანდიდატების რეგისტრაცია 28 მარტს დასრულდება. მისივე განცხადებით, რეგისტრირდებიან, როგორც თბილისის მერობის, ასევე, საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის 1024 მაჟორიტარული ოლქის კანდიდატები. პრაიმერის ინიციატორები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ეროვნული საბჭო შექმნეს, თბილისის მერობის კანდიდატის შესარჩევად სოციოლოგიურ გამოკვლევას ჩაატარებენ, საკრებულოების არჩევნებისთვის კი - პრაიმერს.