სტუმრად ჩვენს ეთერში: ანა მიქელაძე

16 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ანა მიქელაძე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ქსელის დირექტორი. მან ილაპარაკა არჩევნების მონიტორინგის მნიშვნელობაზე და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობაზე ამ პროცესში. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება აკვირდება საარჩევნო პროცესს ყველა საარჩევნო ოლქში, ახალგორისა და ლიახვის მუნიციპალიტეტების გარდა, სადაც ამის საშუალება დღეს არ არის.