ყირგიზეთის მოვლენები

რადიო თავისუფლების ქართული, სომხური და აზერბაიჯანული რედაქციების ერთობლივი ყოველკვირეული პროგრამა "კავკასიური გზაჯვარედინი" ეხება ყირგიზეთში განვითარებულ მოვლენებს. გადაცემაში მონაწილეობენ: თბილისიდან - საქართველოს დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე; ერევნიდან - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ინსტიტუტის ფილიალის დირექტორი, ალექსანდრ მარქაროვი და ბაქოდან - პოლიტოლოგი ზარდუშტ ალიზადე. გადაცემას ანდრეი ბაბიცკი უძღვება.