სტუმრად ჩვენს ეთერში: დავით ნარმანია

დავით ნარმანია, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი

22 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო დავით ნარმანია, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივაზე ”ლარიზაციის” შესახებ, რაც ბანკის მესვეურთა განმარტებით, ვალუტის კურსის ცვალებადობით გამოწვეული რისკების შემცირების გზაა. ნარმანია დადებითად აფასებს ამ ინიციატივას და ისრაელის მაგალითზე დაყრდნობით, გარკვეული დროის შემდეგ დადებით შედეგებს მოელის.