სტუმრად ჩვენს ეთერში: გურამ წიკლაური

გურამ წიკლაური, თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმის უფროსი, ქვეწარმავლებთან ბრძოლის სეზონური სამსახურის ხელმძღვანელი

30 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გურამ წიკლაური, თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმის უფროსი, ქვეწარმავლებთან ბრძოლის სეზონური სამსახურის ხელმძღვანელი. ზაფხულის მოახლოებასთან ერთად საქართველოს რიგ რაიონებში განსაკუთრებით მწვავდება ადამიანისთვის საშიში ქვეწარმავლების კონტროლის საკითხი. გურამ წიკლაური ამბობს, რომ საქართველოში ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში გველებიდან გავრცელებულია გიურზა. თბილისში 1 მაისიდან კვლავ ამოქმედდება ქვეწარმავლებთან ბრძოლის სეზონური სამსახური. თუმცა, წიკლაურის თქმით, და ეს გადაცემის მსვლელობისას მსმენელთა გამოხმაურებამაც დაადასტურა, გაცილებით აქტუალურია ასეთი სამსახურის მუშაობა კახეთსა და ქვემო ქართლში, სადაც ადრე არსებული სამსახური წლევანდელი წლიდან გაუქმებულია.