აშშ და ავსტრალია ინდოეთში ტურისტებს ტერაქტების თაობაზე აფრთხილებენ

შეერთებულმა შტატებმა და ავსტრალიამ დღეს გამოსცეს გაფრთხილება ინდოეთის დედაქალაქში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების შესახებ. აშშ-ს საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელიც ტურისტებს მოუწოდებს თავი აარიდონ დელის ხალხმრავალ ბაზრებს, ვინაიდან ის ადგილები, რომლებსაც დასავლელი ტურისტები ხშირად სტუმრობენ, წარსულში თავდასხმების სამიზნე გამხდარა. ანალოგიური გაფრთხილება გაავრცელა ავსტრალიის საელჩომაც. ინდოეთში სეპარატისტების და მეამბოხეების არაერთი ჯგუფი მოქმედებს, თუმცა ყველაზე დიდ საფრთხედ მიიჩნევენ ისლამისტურ ტერორს - როგორც ადგილობრივს, ისე პაკისტანიდან გავრცელებულს.