იოსიპ ბროზ ტიტოს ცხოვრება

კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელიდან იუგოსლავიის პრემიერ-მინისტრობამდე და პრეზიდენტობამდე ტიტოს აღზევების შემდეგ ის ერთპიროვნული ლიდერი იყო ოთხი ათწლეულზე მეტი ხნის მანძილზე.

ტიტო 1892 წლის მაისში დაიბადა ჩრდილოეთ ხორვატიაში, კუმროვეცში მდებარე ამ სახლში.

ტიტოს ჩვენთვის ცნობილი უძველესი ეს ფოტო 1911 წელს არის გადაღებული სლოვენიაში, კამნიკში.

1943 წლის ივნისში ტიტო დაიჭრა სამხრეთ-აღმოსავლეთ ბოსნიაში, სუტიესკის ბრძოლაში. ტიტო იუგოსლავიაში პარტიზანულ მოძრაობას ხელმძღვანელობდა ნაცისტური ოკუპაციის წინააღმდეგ.

1945 წლის 7 მაისს ტიტო ხელს აწერს იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის შექმნის დეკლარაციას.

ტიტო (მარცხნივ) დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ენტონი იდენთან ერთად ლონდონში, 1953 წელს. ტიტო პირველი კომუნისტი ლიდერი იყო, ვინც ბრიტანეთის მიწაზე დადგა ფეხი.

ტიტო (მარცხნივ) და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ფოსტერ დალესი მსოფლიო მშვიდობის სადღეგრძელოს სვამენ 1955 წლის 7 ნოემბერს, ადრიატიკის ზღვაში მდებარე კუნძულ ვანგაზე მას მერე, რაც გამოცხადდა შეთანხმების შესახებ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა დამოუკიდებლობა უნდა დაიბრუნონ.

ტიტო (მარცხნივ) და ნიკიტა ხრუშჩოვი დუბროვნიკში ვიზიტისას 1963 წლის 1 იანვარს.

ტიტო 1967 წლის აპრილში.

ტიტო და მისი მეუღლე, იოვანკა ბროზი, უთარიღო ფოტოსურათზე. ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ 1952 წლიდან 1980 წელს ტიტოს სიკვდილამდე.

ტიტო (მარცხნივ) და მისი მეუღლე (მარჯვნივ) და საბჭოთა ლიდერი ლეონიდ ბრეჟნევი რუსეთში, ზალესიეში. 1973 წლის 1 აპრილი.

ტიტოს პანაშვიდი ბელგრადში, იუგოსლავიის პარლამენტში. 1980 წლის 8 მაისი.

ტიტოს საფლავი ბელგრადში, ყვავილების სახლში.